---
title: "მუხლი 6. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/6"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/6

1. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (შემდგომ − ორგანიზაცია) არის ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი.

2. ორგანიზაციის დამფუძნებლები ერთობლივად არიან მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები) და ტურიზმის სფეროს კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ფარგლებში დასაშვებია ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/7.md
