---
title: "მუხლი 7. ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/7"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/7

1. ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს დამფუძნებლებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობას ორგანიზაციის მართვისა და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის მართვისა და წარმომადგენლობით ორგანოებში უნდა ჰყავდეთ თითო წევრი. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს აქვთ თითო ხმა. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კერძო სექტორს რამდენიმე სუბიექტი წარმოადგენს, კერძო სექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/8.md
