---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/1"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/1

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისა და საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/2.md
