---
title: "მუხლი 10. საკვალიფიკაციო გამოცდა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/10"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საკვალიფიკაციო გამოცდა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/10

1. საკვალიფიკაციო გამოცდა წერილობით ტარდება.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეებს მისი შედეგები ინდივიდუალურად ეცნობებათ, ხოლო გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/11.md
