---
title: "მუხლი 11. საგამოცდო კომისია — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/11"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საგამოცდო კომისია — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/11

1. საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები.

2. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

3. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქპატენტის თანამშრომლები;
ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში;
გ) ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).

4. საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია:
ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება;
ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა;
გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
თავი IV
რეესტრი და განგრძობადი პროფესიული განათლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/12.md
