---
title: "მუხლი 14. ასოციაციის სტატუსი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/14"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ასოციაციის სტატუსი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/14

1. ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს.

2. ასოციაცია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლიანობის პრინციპებით და იცავს მათ.

3. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა, პატენტრწმუნებულის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საზოგადოებაში პატენტრწმუნებულის პროფესიის ცნობადობის გაზრდა და მის მიმართ ნდობის ამაღლება, პატენტრწმუნებულის მიერ განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა და წახალისება.

4. ასოციაციის საქმიანობის პრინციპები და ძირითადი მიზნები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ასოციაციის წესდებით.

5. ასოციაციის წევრები არიან პატენტრწმუნებულები. ასოციაციის წესდებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ასოციაციის საპატიო წევრისა და ასოცირებული წევრის სტატუსები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/15.md
