---
title: "მუხლი 20. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/20"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/20

1. ასოციაციის საერთო კრების მიერ განსახილველი საკითხის ინიციირება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება განახორციელოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.

2. რიგგარეშე საერთო კრება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება მოიწვიოს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ან/და საქპატენტმა.

3. ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/21.md
