---
title: "მუხლი 21. ასოციაციის გამგეობა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/21"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ასოციაციის გამგეობა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/21

1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის გამგეობა, რომლის სხდომა სულ მცირე 2 თვეში ერთხელ იმართება. საქპატენტი უფლებამოსილია მოსთხოვოს ასოციაციას, ჩაატაროს გამგეობის სხდომა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ასოციაციის გამგეობის წევრებსა და გამგეობის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

3. ასოციაციის გამგეობის წევრთა რაოდენობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/22.md
