---
title: "მუხლი 22. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/22"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/22

1. ასოციაციას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს მას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ასოციაციის მართვის ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისთვის.

2. პირი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას ასოციაციის ფინანსური სახსრებიდან იღებს.

4. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის საქმიანობის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/23.md
