---
title: "მუხლი 24. ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/24"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/24

1. ასოციაციის გამგეობის, მისი თავმჯდომარის, მათ მიერ დანიშნულ და არჩეულ პირთა მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულების, ფინანსური სახსრებისა და სხვა ქონების აღნიშნული წესდებით განსაზღვრული მიზნებისთვის გამოყენებისა და მათი საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად იქმნება ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო.

2. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

4. საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციის საქმიანობის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VI
დისციპლინური წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/25.md
