---
title: "მუხლი 25. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/25"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/25

1. პატენტრწმუნებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონის მე-3–მე-5 და მე-8 მუხლებისა და მე-12 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

2. ასოციაცია იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, თუ პატენტრწმუნებულის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან ასოციაციის ეთიკის კომისიისთვის მიმართვამდე 3 წელია გასული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/26.md
