---
title: "მუხლი 28. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/28"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/28

1. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს ასოციაციის ეთიკის კომისია კოლეგიურად თავის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს.

2. ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პატენტრწმუნებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად ან წერილობით გამოთქვას აზრი, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.

3. ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჯაროა.

4. პატენტრწმუნებულისთვის ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასოციაცია ვალდებულია ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/29.md
