---
title: "მუხლი 3. პროფესიული საიდუმლოება (კონფიდენციალური ინფორმაცია) — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/3"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პროფესიული საიდუმლოება (კონფიდენციალური ინფორმაცია) — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/3

1. პატენტრწმუნებული ვალდებულია:
ა) უვადოდ, თავისი საქმიანობის შეცვლის მიუხედავად დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი;
ბ) მარწმუნებლის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი ან გაანდეს მას, ან/და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია).

2. პატენტრწმუნებული უფლებამოსილია მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია მარწმუნებლის თანხმობის გარეშე გაამჟღავნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისთვის წაყენებული მოთხოვნის შესრულების თავიდან ასაცილებლად ან ბრალდებისგან თავის დასაცავად, ან მის მიერ მიუღებელი ანაზღაურების/ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/4.md
