---
title: "მუხლი 32. საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/32"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/32

1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.

2. გარდამავალ პერიოდში პირი საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს, ხოლო სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/33.md
