---
title: "მუხლი 33. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/33"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/33

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებებით:
ა) 2025 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს:
ა.ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი;
ა.ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი;
ა.გ) საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა;
ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტები და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები.

2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/34.md
