---
title: "მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/4"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/4

1. დაუშვებელია, პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში მუშაობდა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.

2. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მარწმუნებლის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

3. პატენტრწმუნებული ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უარი თქვას მარწმუნებლის დავალების შესრულებაზე, თუ კონკრეტულ საქმეზე მან მეორე მხარეს გაუწია მომსახურება.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/5.md
