---
title: "მუხლი 8. პატენტრწმუნებულის ვალდებულებები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/8"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პატენტრწმუნებულის ვალდებულებები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/8

პატენტრწმუნებული ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დაინტერესებულ პირს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ;
გ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება (ინფორმაციის კონფიდენციალურობა);
დ) 2 წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრისა ასოციაციას წარუდგინოს განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები).
თავი III
საკვალიფიკაციო გამოცდა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/9.md
