---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6164307"
adopted: "2024-05-29"
consolidated_as_of: "2024-06-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2024-06-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან, აგრეთვე ისტორიული და კულტურული ობიექტების განკარგვასა და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
