---
title: "მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5"
law: "გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6164307"
adopted: "2024-05-29"
consolidated_as_of: "2024-06-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-06-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5

1. ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6.md
