---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/1"
law: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6171895"
adopted: "2024-05-28"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/1

1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს მის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/2.md
