---
title: "მუხლი 3. უცხოური ძალა — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/3"
law: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6171895"
adopted: "2024-05-28"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. უცხოური ძალა — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/4.md
