---
title: "მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/5"
law: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6171895"
adopted: "2024-05-28"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/5

1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სამსახური ვალდებულია სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის მიერ სამსახურისთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/6.md
