---
title: "მუხლი 1. კანონის მიზნები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/1"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზნები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზნებია:
ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის  განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენა;
ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპების დადგენა და მისი მართვისთვის პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა;
გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ხელშეწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დაკავშირებული საქმიანობით სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი მხარდამჭერი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
ზ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის და გარემოზე კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სათანადო პირობების შექმნის ხელშეწყობა;
თ) სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/2.md
