---
title: "მუხლი 11. საბჭო — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/11"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საბჭო — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/11

1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დადგენილებით ქმნის საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარეა მმართველი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2. საბჭო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფისთვის;
ბ) კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მომზადებას;
გ) აკონტროლებს შესაბამის უწყებათა მიერ მონაცემების შეგროვებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას;
დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების გასაუმჯობესებლად ქმნის საბჭოს და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ფორმატს;
ე) საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში ქმნის დროებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/12.md
