---
title: "მუხლი 14. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/14"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/14

1. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი არის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე და რომელიც ყოველწლიურად ახლდება.

2. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის მიზნებია:
ა) მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოში არსებული ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრისთვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით საკადასტრო მონაცემებზე, რუკებსა და ორთოფოტოებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზების შექმნა;
გ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების საქმიანობის იდენტიფიცირება.

3. მმართველი ორგანო მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/15.md
