---
title: "მუხლი 16. გარდამავალი დებულებები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/16"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. გარდამავალი დებულებები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/16

მმართველმა ორგანომ უზრუნველყოს:
ა) 2026 წლის 1 იანვრამდე:
ა.ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება;
ა.ბ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1194);
ა.გ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება;
ა.დ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1194);
ა
1
) 2026 წლის 1 ივლისამდე − მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა;
ბ) 2027 წლის 1 იანვრამდე − თავის სისტემაში ამ კანონის მე-9 მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო მონაცემების საწარმოებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა;
გ) 2028 წლის 1 იანვრამდე − დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1194 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/17.md
