---
title: "მუხლი 13 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/13"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 6267987"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-09-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2024-09-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/13

პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. იგი უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/14.md
