---
title: "მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/5"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6267987"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-09-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-09-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/5

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248
1
ან 359
1
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე ან 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში:
ა) გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
ბ) გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
გ) ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
დ) ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
ე) ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
ვ) ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;
ზ) ერთი მეხუთედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6267987-amnistiis-shesakheb/6.md
