---
title: "მუხლი 3. ტერმინის „პოპულარიზაცია“ განმარტება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/3"
law: "საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6283110"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-10-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინის „პოპულარიზაცია“ განმარტება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-10-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-10-03), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/3

1. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ინფორმაციად/ქმედებად მიიჩნევა, თუ, ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/ქმედების შეფასებისას გაითვალისწინება აღნიშნული ინფორმაციის/ქმედების შინაარსი, ფორმა და სახე, მისი გავრცელების (მიწოდების)/განხორციელების ფორმა, მეთოდი და დრო, ის სივრცე, სადაც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, ის ვითარება, რომელშიც იგი გავრცელდა (მიწოდებულ იქნა)/განხორციელდა, და ის პირები, რომლებიც ამ ინფორმაციის/ქმედების ადრესატები აღმოჩნდნენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/4.md
