---
title: "მუხლი 8. განათლება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/8"
law: "საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 6283110"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-10-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. განათლება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-10-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2024-10-03), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/8

დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/9.md
