---
title: "მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე — სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/6"
law: "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე"
article: "6"
identifier: "46/ნ"
adopted: "2006-02-10"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე — სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/6

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტ(ებ)ი, წარმოდგენილ განცხადებასა და ყველა საჭირო დოკუმენტში არსებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობრივი მდგომარეობა, დაბადების წელი, თვე და რიცხვი) შეესაბამება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებს და მაძიებელი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.

3. პენსია ინიშნება:
ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 19.09.2025წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
