---
title: "მუხლი 7. პენსიის გაცემა — სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/7"
law: "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე"
article: "7"
identifier: "46/ნ"
adopted: "2006-02-10"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. პენსიის გაცემა — სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/7

1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.

3. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. პენსიის გაცემისას, პენსიონერის იდენტიფიცირების მიზნით სააგენტო იყენებს და ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და სააგენტოში დაცულ პენსიონერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას და პენსიის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია პენსიონერის პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. პენსიის მიმღების სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების (გარდა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე) შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო ავტომატურად, პენსიის შეჩერების გარეშე, თუ არ არსებობს პენსიის შეწყვეტის საფუძველი, უზრუნველყოფს პირადი რეკვიზიტ(ებ)ის ჩასწორებას (შეცვლას) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემ(ებ)ის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 19.09.2025წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63028-sakhelmwipo-pensiis-sapensio-paketisa-da-sakhelmwipo-kompensatsiis-dan/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
