---
title: "მუხლი 1 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
url: "https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/1"
law: "“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
article: "1"
identifier: "271"
adopted: "2006-03-01"
consolidated_as_of: "2024-06-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

> Text consolidated as of 2024-06-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 1 (consolidated as of 2024-06-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/1

1. ეს ინსტრუქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან აღრიცხვის წესს მათი გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის და საქმეზე დადგენილების გამოტანის სტადიიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრისათვის (სამმართველო) (შემდგომ – საინფორმაციო ცენტრი) მიწოდებისთანავე, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებას და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/2.md
