---
title: "მუხლი 10 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
url: "https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/10"
law: "“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
article: "10"
identifier: "271"
adopted: "2006-03-01"
consolidated_as_of: "2024-06-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

> Text consolidated as of 2024-06-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 10 (consolidated as of 2024-06-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/10

საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინების ბარათებიდან მონაცემების საინფორმაციო ბანკში შეტანის პროცესში გამოვლენილ იმ განმეორებით სამართალდარღვევებზე, რომლებიც იწვევენ სამართალდამრღვევის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, ბარათის შევსების ხარვეზებზე ან რაიმე სახის უზუსტობებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს წერილს, სადაც მიუთითებს ყველა გარემოების შესახებ. თუ ბარათები შევსებულია კორექტულად, ხარვეზების გარეშე და წერილში ჩამოთვლილია მხოლოდ წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირები, წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში დაისმება შტამპი წარწერით „აყვანილია აღრიცხვაზე“, ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – წარწერით „აყვანილია კონტროლზე“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წერილის ადრესატი ვალდებულია გადაამოწმოს მითითებული შენიშვნები და უმოკლეს ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია წერილობითვე აცნობოს საინფორმაციო ცენტრს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/11.md
