---
title: "მუხლი 12 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
url: "https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/12"
law: "“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
article: "12"
identifier: "271"
adopted: "2006-03-01"
consolidated_as_of: "2024-06-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

> Text consolidated as of 2024-06-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 12 (consolidated as of 2024-06-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/12

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ორგანო (უფლებამოსილი პირი), რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა, მასალების სასამართლოში ან საქმის განმხილველ სხვა ორგანოში გადაგზავნისას საინფორმაციო ცენტრში აგზავნის შეტყობინებას, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილების პუნქტში მიეთითება ფრაზა „გადაიგზავნა სასამართლოში“, ხოლო გრაფაში „გადაწყვეტილების მიღების თარიღი“ – მიეთითება მასალების გადაგზავნის თარიღი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/13.md
