---
title: "მუხლი 2 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
url: "https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/2"
law: "“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
article: "2"
identifier: "271"
adopted: "2006-03-01"
consolidated_as_of: "2024-06-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

> Text consolidated as of 2024-06-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 2 (consolidated as of 2024-06-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/2

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, მონაცემების ცენტრალიზების, ავტომატიზაციის და ერთიან სისტემაში მოყვანის მიზნით, სამინისტროში შექმნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი (შემდგომ – ერთიანი საინფორმაციო ბანკი). ერთიან საინფორმაციო ბანკში თავმოყრილი მონაცემები, გარდა შესაბამისი სახდელის შეფარდების მიზნებისა, მუშავდება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად.

2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება ეხმარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამომვლენ და საქმის განმხილველ ორგანოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და პასუხისმგებლობის ზომების კანონიერად და ეფექტურად გამოყენების საქმეში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/3.md
