---
title: "მუხლი 5 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
url: "https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/5"
law: "“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე\""
article: "5"
identifier: "271"
adopted: "2006-03-01"
consolidated_as_of: "2024-06-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5 — “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

> Text consolidated as of 2024-06-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 5 (consolidated as of 2024-06-18), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/5

1. ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისა და აღრიცხვის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემები მიაწოდონ საინფორმაციო ცენტრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება, ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე, ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული შესაბამისი სააღრიცხვო ფორმებით (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13).

3. დანართი №1 შეიცავს შეტყობინებას ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

4. დანართი №2 შეიცავს შეტყობინებას მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

5. დანართი №3 შეიცავს შეტყობინებას საზოგაოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

6. დანართი №4 შეიცავს შეტყობინებას ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

7. დანართი №5 შეიცავს შეტყობინებას გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

8. დანართი №6 შეიცავს შეტყობინებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

9. დანართი №7 შეიცავს შეტყობინებას საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევის, აგრეთვე მიგრაციის და პირადობის დადასტურების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

10. დანართი №8 შეიცავს შეტყობინებას შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, სავალდებულო სოციალური დაზღვევისა და ნარკომანიის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

11. დანართი №9 შეიცავს შეტყობინებას სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

12. დანართი №10 შეიცავს შეტყობინებას მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

13. დანართი №11 შეიცავს შეტყობინებას სოფლის მეურნეობაში და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

14. დანართი №12 შეიცავს შეტყობინებას მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

15. დანართი №13 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების რეესტრს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/63316-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministroshi-administratsiul-samartaldar/6.md
