---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/2"
law: "დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6435296"
adopted: "2025-03-04"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბიოლოგიური ნიმუში − ადამიანის (ფიზიკური პირის) ან გვამის ქსოვილის ან ორგანოს ნაწილი ან/და ორგანიზმის გამონაყოფი/სითხე, რომლის უჯრედები შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ);
ბ) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება − საექსპერტო ტექნოლოგიით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა;
გ) გენეტიკური პროფილი − დნმ-ის გენეტიკური ანალიზის შედეგად მიღებული და კომპიუტერულად დამუშავებული უნიკალური, მუდმივი მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;
დ) დნმ-ის მონაცემთა ბაზა − მონაცემთა ბაზა, რომელიც იქმნება ბიუროში და რომელშიც ინახება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი;
ე) ბიურო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
ვ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/3.md
