---
title: "მუხლი 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/3"
law: "დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6435296"
adopted: "2025-03-04"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/3

1. სავალდებულოა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.

2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილის გარდა, რეგისტრირდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ადამიანისგან (ფიზიკური პირისგან), გვამისგან, სხვა მატერიალური საგნიდან ან შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.

3. დასაშვებია ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია მისივე თანხმობით. ამ პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო. აღნიშნული პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადა და მისი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან წაშლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/4.md
