---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულებები — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/8"
law: "დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 6435296"
adopted: "2025-03-04"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულებები — დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/8

1. ბიუროს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

2. ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან შეთანხმებით წარუდგენს.

4. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივნისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი სამინისტროსთვის ან ბიუროსთვის გადაცემა.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 ივნისამდე დაიწყო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6435296-dnm-is-monatsemta-bazis-shesakheb/9.md
