---
title: "მუხლი 3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია — საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/3"
law: "საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6442842"
adopted: "2025-03-10"
consolidated_as_of: "2025-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაცია — საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/3

1. დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს.

2. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით.

3. პირადობის ელექტრონული მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია: 00AA00001. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა – PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა – 666XX, X666X, XX666.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/4.md
