---
title: "მუხლი 5. დოკუმენტები და ჩანაწერები — უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/5"
law: "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი"
article: "5"
identifier: "matsne 6461578"
adopted: "2025-04-01"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. დოკუმენტები და ჩანაწერები — უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/5

ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აგენტობის პერიოდში შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია პირისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის აღსასრულებლად დადგენილი რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აწარმოოს ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ეს დოკუმენტაცია და ჩანაწერები ნებისმიერ გონივრულ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსთვის. ამ კანონით გათვალისწინებული შესანახი დოკუმენტების მიზანმიმართული დამალვა, განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა უკანონო ქმედებად ითვლება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/6.md
