---
title: "მუხლი 7. უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა — უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/7"
law: "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი"
article: "7"
identifier: "matsne 6461578"
adopted: "2025-04-01"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა — უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/7

იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც ფიზიკური პირი არ არის, თითოეული ხელმძღვანელი, მმართველი ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი ვალდებულია წარადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები და ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მისი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შევსებას. უცხოური პრინციპალის აგენტის, ნებისმიერი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6461578-utskhoetis-agentebis-registratsiis-akti/8.md
