---
title: "მუხლი 104. ალტერნატიული წინადადება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/104"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "104"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 104. ალტერნატიული წინადადება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 104 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/104

1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრს.

2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის დღის წინა დღის 18 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.

3. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს. ალტერნატიული წინადადების წამყვანი კომიტეტის მიერ უარყოფის შემთხვევაში იგი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება პარლამენტის ბიუროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/103.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/105.md
