---
title: "მუხლი 111. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/111"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "111"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 111 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/111

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დგება სხდომის ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა, საიდუმლო საკითხების გამოკლებით, განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/112.md
