---
title: "მუხლი 117. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/117"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "117"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/117

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში, ამ კანონის პროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, წამყვანი კომიტეტის აპარატის კანონპროექტზე პასუხისმგებელი პირისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/118.md
