---
title: "მუხლი 119. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/119"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "119"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 119 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/119

პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მას ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/120.md
