---
title: "მუხლი 124. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/124"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "124"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 124 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/124

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას პარლამენტი ამტკიცებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვითა და მიღებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/125.md
