---
title: "მუხლი 127. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/127"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "127"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 127 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/127

1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუკი საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/128.md
