---
title: "მუხლი 132. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/132"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "132"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 132 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/132

1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, მისი დადებიდან 1 თვის ვადაში აცნობონ პარლამენტს და გადასცენ მას ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

2. პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

3. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე პარლამენტის რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
თავი XVI. პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/133.md
